LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დაწვისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

137
BeFunky-collage - 2020-04-22T125219.110

ბაჩო ქათამაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უწყება მუსაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, შესაბამისად, პროცესიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

შეგახსენებთ, რომ  ბაჩო ქათამაძე საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენაზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ეჭვმიტანილი 20 აპრილს დააკავა.

ბრალდებულმა ქათამაძემ ცეცხლის წაკიდების პროცესი ტელეფონით ლაივ რეჟიმში ჩართო.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია შენობის შიდაინტერიერი და ინვენტარის ნაწილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g