LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრეზიდენტო საჩუქარი: კლინტონმა ბუშს წინდები აჩუქა

123

ბილ კლინტონმა ჯორჯ ბუშ უფროსს სახალისო წინდები აჩუქა. შტატების ყოფილი პრეზიდენტი კლინტონი ასევე ყოფილ პრეზიდენტს – ბუშს ტეხასის შტატში, ქალაქ ჰიუსტოში ესტუმრა და საჩუქრებიც ჩაუტანა. ყველაზე გამორჩეული საჩუქარი კი ცხოველების გამოსახულებით გაფორმებული წინდები იყო. საქმე ისაა, რომ 92 წლის პენსიონერს უცნაური წინდები ძალიან უყვარს და მუდმივად მათ ატარებს. როგორც ცნობილია, ბუშის საყვარელ წინდებზე არც მეტი არც ნაკლები სუპერმენია გამოსახული. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის შესახებ ცნობილი კლინტონის სოციალური ქსელიდან გახდა. ექს-პრეზიდენტმა ფოტო გამოაქვეყნა და მას წარწერაც დაურთო, სადაც აღნიშნა, რომ დრო არაჩვეულებრივად გაატარა და მეგობარს მომავალშიც არაერთხელ ესტუმრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები