20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დღეს დაამტკიცა და მორის მაჩალიკაშვილს სასჯელის სახით 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
მაჩალიკაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ამის შესახებ მან წინა სასამართლო პროცესზე განაცხადა. კონკრეტულად საქმე ეხება პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს მაჩალიკაშვილის ადგილზე ყოფნას, რომელიც დაადასტურა, ხოლო ბრალდების იმ ნაწილს, რომელიც პარლამენტში შეჭრას გულისხმობს, ის არ აღიარებს.
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული მორის მაჩალიკაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს
„არ ვიცოდი, არ ველოდი გათავისუფლებას. სახლში მივდივარ… დასვენებას ვაპირებ“, – განაცხადა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მორის მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ მორის მაჩალიკაშვილს ბრალი ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში ედება, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა.