დღეს საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
საპროკურორო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის, ნანა ხუნჯუას განცხადებით, მას უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება, შესაბამისად, საპროკურორო საბჭომ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.
საპროკურორო საბჭოს მომდევნო სხდომა დღეს, 15 იანვარს 13:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც ახალ თავმჯდომარეს საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.