საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია. შესაბამისად, პარლამენტს სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინება.
გაბიტაშვილი ამ დრომდე გენპროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მას ამ თანამდებობაზე სულ 11 წელი აქვს გატარებული.
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი – ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი გუშინ შეარჩია
გიორგი გაბიტაშვილმა კენჭისყრაში 11 ხმა მიიღო, რაც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტია. ვიქტორ ახალბედაშვილმა და დარეჯან ბუცხრიკიძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს.