LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჯერანაშვილი გახდა

67
FORTUNA.GE- (7)

საპროკურორო საბჭომ ახალი თავმჯდომარე აირჩია.

აღნიშნულ თანამდებობას თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი დაიკავებს.

საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით ერთხმად აირჩიეს.

თავმჯდომარის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარდგენილი.

ჯერანაშვილი ნანა ხუნჯუას ჩაანაცვლებს, რომელსაც უფლებამოსილება ხვალ ეწურება. ახალი თავმჯდომარე კი საბჭოს 2 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

მერაბ ჯერანაშვილი პროკურატურაში  2009 წლიდან მუშაობს. 2014-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო 2016 წლიდან დღემდე ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილე.

 

საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები