LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საპროტესტო აქციები არ შეწყდება!“ – სალომე ზურაბიშვილი

154
სალომე ზურაბიშვილი

„საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ორმაგი მიზანი აქვს: პირველი პროტესტი არჩევნებთან დაკავშირებით, მისი არმიღება. „დამიბრუნეთ ჩემი ხმა“ არის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი და მთავარი მოთხოვნა. საპროტესტო აქციები არ შეწყდება!“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, „ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ისევე როგორც მის მიერ დამტკიცებული პრემიერ-მინისტრი არ არის ლეგიტიმური და არ აქვს მანდატი“.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო რუსული სტილის არჩევნები.

„დამიბრუნეთ ჩემი ხმა“ ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ისევე როგორც მის მიერ დამტკიცებული პრემიერ-მინისტრი არ არის ლეგიტიმური და არ აქვს მანდატი, მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო 28 ნოემბერს, რომელიც ევროკავშირისკენ საქართველოს გზის შეწყვეტას ითვალისწინებს. ეს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტის ნების საწინააღმდეგოა…

ეს იყო რუსული სტილის არჩევნები. ეს იყო რუსეთის მხრიდან ჩარევის ერთ-ერთი მცდელობა. საარჩევნო კამპანიის დროს პროპაგანდის უმეტესი ნაწილი რუსეთის მხრიდან ინსპირირებული იყო. ზოგიერთი ვიდეო იმის ასლი იყო, რა ვიდეოებიც რუსეთის არჩევნების დროს გამოიყენებოდა. ეს სტრატეგია მხოლოდ საქართველოს არ ეხება. იმის შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს უკრაინაში. რუსეთი ცდის ამის ალტერნატივას, რომელიც არის ჰიბრიდული ომი მისი მეზობლების წინააღმდეგ. ჩვენ ვართ პოლიგონი. პირველი იყო მოლდოვა და მათ წამატებას ვერ მიაღწიეს მოლდოვაში მოლდოვის დიასპორას დამსახურებით.

საქართველო არის შემდეგი პოლიგონი და თქვენ გაქვთ კიდევ ერთი, თქვენთან ძალიან ახლოს – რუმინეთი, სადაც კიდევ ერთი პოლიგონი. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი უნდა იყოს შეშფოთებული, პირველ რიგში, საქართველო, რადგან ჩვენი უახლოესი მომავალი ახლა განისაზღვრება, მაგრამ ყველა ჩვენგანი უნდა შეაშფოთოს იმ ფაქტმა, რომ რუსეთი ახალ სტრატეგიას ტესტავს. ჰიბრიდულ სტრატეგიას, სადაც საქართველო კარგი ტესტი იყო მათთვის, რადგან ხელისუფლება ეხმარებოდათ. ისინი არიან რუსეთის მარიონეტები, ახორციელებენ რუსეთის მეთოდებს და რუსულ კანონებს. ჩვენ გვაქვს რუსული კანონი, რომელიც ყველა ჩვენგანმა ვიცით. ეს არის კანონი, რომელმაც რუსეთს საშუალება მისცა, კონტროლის ქვეშ მოექცია საკუთარი სამოქალაქო საზოგადოება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ფოტო: Ezz Gaber

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g