LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 6-ივე პირი გაათავისუფლეს

102
ჭავჭავაძის 5 დაკავება

ჭავჭავაძის გამზირზე გამართულის აქციის დროს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული 6-ივე პირი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომელიც გუშინ დანარჩენ პირებთან ერთად დააკავეს.

დაკავებულებს შორის იყო მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრი დავით სუბელიანიც.

ვახუშტი მენაბდემ პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქციები კვლავაც გაგრძელდება.

გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია 2 მუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან უსაფრთხო შრომის გარემოს და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g