პარლამენტთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან სანთლებით ხელში დგას. მათ სანთლები ცოტა ხნის წინ აანთეს.
საპოლიციო ძალები ჭიჭინაძის ქუჩაზეც განლაგდნენ.
ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან კი სპეცრაზმელების მობილიზებაა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი მეოთხე დღეა გრძელდება. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეები იკრიბებიან.
ისინი სკანდირებენ: “საქართველოს გაუმარჯოს”.
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი