პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ანგელა ვასილენკო, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა. ამ წუთებში მოსამართლის თანდასწრებით ვასილენკოს გამოკითხვა ფონდი “იავნანას” საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
პაატა ბურჭულაძის მეუღლემ სასამართლო დარბაზში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კომენტარს გამოკითხვიდან გამოსცვლის შემდეგ გააკთებს. მისმა ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ გაიფანტა ყოველგვარი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ის ხელს უშლიდა გამოძიებას.
“ქალბატონი ანჯელა გამოცხადდა სასამართლოში, ვფიქრობ, რომ გაიფანტა ყოველგვარი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ის ხელს უშლიდა გამოძიებას და შესაბამისად, პროკურატურის გავრცელებული განცხადება არის უსაფუძვლო,” – აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.
მისივი განცხადებით, ანგელა ვასილენკო კომენტარს დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
“რაც შეეხება მის პასუხებს ის ამომწურავად გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. დანარჩენ კითხვებზე პასუხს მედიისთვის დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს,” – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.