LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველო 115-ე ადგილზეა და ამ სიაში ვერ ნახავთ” – ზაზა წერეთელი აცრების მიხედვით ქვეყნების პირველ ოცეულს აქვეყნებს

169
077530b3-b128-4d8f-ae60-868d5c088bf2-675

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცრების მიხედვით ქვეყნების სიას აქვეყნებს.

“აცრების მიხედვით ქვეყნების პირველი ოცეული. საქართველო 115 ადგილზეა და ამ სიაში ვერ ნახავთ” – წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ესაა „გრაფიკები, რომელთაც კომენტარიც კი არ სჭირდება.

„გრაფიკები, რომელთაც კომენტარიც კი არ სჭირდება… საქართველოს პიკური მაჩვენებლები, ყველას პიკურ მაჩვენებლებზე მაღალია!!

პირველ გრაფიკზე კოვიდ სიკვდილიანობა 100 000 მოსახლეზე. მეორე გრაფიკზე შემთხვევები 100 000 მოსახლეზე, მესამე აცრების მიხედვით ქვეყნების პირველი ოცეული. საქართველო 115 ადგილზეა და ამ სიაში ვერ ნახავთ”, – წერს ზაზა წერეთელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g