საქართველო ან მიჰყვება უკრაინას და მოლდოვას და უახლოვდება ევროკავშირს, ან ხდება ტრადიციული ოლიგარქის მიერ ხელში ჩაგდებული პოსტსაბჭოთა ქვეყანა – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
“ძალიან ნათელ გზავნილს გავაკეთებ და ეს გზავნილი ასევე შეეხება ჩვენ მეგობრებს ოპოზიციაში. საჭიროა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა მოიპოვონ ნდობა სამოქალაქო საზოგადოების და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან ერთად საზოგადოებას გაუძღვნენ იმ ამოცანის შესასრულებლად, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველო ან მიჰყვება უკრაინას და მოლდოვას და უახლოვდება ევროკავშირს, ან ხდება ტრადიციული ოლიგარქის მიერ ხელში ჩაგდებული პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია ნათელი მომავალი. პირველ რიგში ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას მივმართავ, რომ იპოვონ იდეები და შესაძლებლობები, რომ ელაპარაკონ ადამიანებს, ან მონახონ ახალი ლიდერები სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომლებსაც უნარი ექნებათ დაარწმუნონ ხალხი, რომ პროცესის მიმდინარეობას გაჰყვნენ”- აღნიშნა კუბილიუსმა.