LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა ტურიზმისთვის – ეკონომიკის მინისტრი

86
8c2e8a8a31b434f53c0c1fb11aaaeb3e_XL

ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის აჭარაში, სადაც სეზონი უკვე დაწყებულია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

„შეხვედრების ამოცანაა, უშუალოდ ტურისტული ბიზნესისგან მოვისმინო, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგნენ რეალურად. მაგალითად, ციფრები, რაც დღევანდელ შეხვედრაზე გააჟღერა ბიზნესმა, არის რეალური გამოწვევა, რადგან წლის ბოლომდე მოლოდინი იყო, რომ დაახლოებით მილიონი რუსი ტურისტი ჩამოვიდოდა საქართველოში, რაც დაახლოებით 2 მილიარდი ლარის შემოსავალი იქნებოდა სექტორისთვის.

მნიშვნელოვანია და ბიზნესის თხოვნაც არის ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება იმის შესახებ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ტურიზმისთვის. ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნის ტურიზმს, მათ შორის, ტრადიციული ბაზრებიდან ჩამოსულ ტურისტს და მათ შორის, რუს ტურისტებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო და ეს დადასტურებულია უამრავი საერთაშორისო რეიტინგით“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g