LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო აშშ-სთვის სტრატეგიული გამარჯვება იყო…დღეს, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველად საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას“ – ზურაბიშვილის გამოსვლა ჰელსინკის კომისიის სხდომაზე

128
2025-09-11_01-55-33_080679

საქართველო აშშ-სთვის სტრატეგიული გამარჯვება იყო. დღეს, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველად საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოში აშკარად სტრატეგიული კარტით თამაშობს, რათა აღიდგინოს თავისი დომინაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე.

„საქართველო, მთელი ამ დროის განმავლობაში, მოქმედებდა როგორც შეერთებული შტატების სანდო პარტნიორი, ჩაერთო ავღანეთსა და ერაყში სახიფათო მისიებში. ქართველი ხალხი კი, მხარს უჭერდა ამ პარტნიორობას.

საქართველო აშშ-სთვის სტრატეგიული გამარჯვება იყო. ეს იყო გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ და ეს მშვიდობიანი გამარჯვება იყო მას შემდეგ, რაც რუსეთი, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა კავკასიის და შესაბამისად, ცენტრალური აზიის ექსკლუზიური დომინაციის შენარჩუნებას, ამერიკა რეგიონშისრულფასოვანი მოთამაშე გახდა, შთააგონა ჩვენი ხალხი და განსაზღვრა ახალი სტანდარტები.

დღეს, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველად საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას, დააშორა და სანდო მოკავშირისგან იზოლაციაში მოაქცია როგორც საკუთარი თავი, ისე ქვეყანა, რითიც თანდათან უფრო მეტად დაუახლოვა ქვეყანა შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს. რუსეთი თამაშობს თავისი დომინანტური პოზიციის აღდგენისათვის.

რუსეთი საქართველოში აშკარად სტრატეგიული კარტით თამაშობს, რათა აღიდგინოს თავისი დომინაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე, კონტროლი კავკასიასა და შავ ზღვაზე, გააუქმოს დასავლელი პარტნიორების სტრატეგიული გამარჯვება, ბოლო 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g