LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო, ბიუჯეტის გამჭვირვალობით, ღია ბიუჯეტის ინდექსში პირველ ადგილზეა

124
საქართველო

საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ახალი კვლევის თანახმად, ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index) საქართველო, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, ბიუჯეტის გამჭვირვალობით კვლავ პირველ ადგილს იკავებს, ბიუჯეტის ზედამხედველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიხედვით კი რეიტინგში მე-5 ადგილზეა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს შეფასება რეიტინგში ასე გამოიყურება:

  • ბიუჯეტის გამჭვირვალობა – 87 ქულა (100 ქულიდან)
  • ბიუჯეტის ზედამხედველობა – 83 ქულა (100 ქულიდან)
  • მოქალაქეთა ჩართულობა – 44 ქულა (100 ქულიდან)

შეგახსენებთ, საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციაა და ის ღია ბიუჯეტის ინდექსს არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით ადგენს.

ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები