LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო CAREC-ის რიგით 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს

137
11

სასტუმროში „ბილტმორი“ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელსაც ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, ასევე, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებიან.

აღნიშნული ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება  და ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის მაღალი დონის სტრატეგიის შემუშავებისა და პოლიტიკის ორგანოს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის ძირითადი პოლიტიკა ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს რეგიონული ცენტრი.

„იმ პირობებში, როცა შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება, როგორც ტრადიციული მარშრუტების, ტრადიციული და უსაფრთხო ალტერნატივა, მზად ვართ, განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას, პროექტებს შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, შავის ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი“. – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები