Okean Elzy დეკემბრის შემდეგ, პირველ კონცერტს ლისზე გამართავს. უკრაინული მუსიკალური ჯგუფის სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი საქართველოშია. ის UA ბრიფინგის ბოლოს მარიუპოლიდან ლტოლვილ ბავშვს ჩაეხუტა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა უკრაინელი ლტოლვილების შეფარებისთვის და თანადგომისთვის.
“საქართველო ჩემი ერთ – ერთი უსაყვარლესი ქვეყანაა. მიყვარს თქვენი კულტურა, არქიტექტურა, სტილი, ტანსაცმელი, სამზარეულო, ყველაფერი”, – აღნიშნა მომღერალმა. ინტერვიუ ინფორმაცია Tbilisi Open Air – ის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
Tbilisi Open Air ორწლიანი პაუზის შემდეგ სცენას კვლავ დაუბრუნდა. ქართველი მსმენელი საინტერესო მუსიკოსებთან ერთად, ცნობილი უკრაინული ჯგუფის „ოკეან ელზი“, კონცერტსაც დაესწრება, რომელიც დღეს, 26 ივნისს გაიმართება.