LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ე.წ „სოლო“ მოგზაურობისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაშია

105
Solo-Travel-in-Nature-acbfea52bfaf

სოლო მოგზაურისთვის, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან პატარა ქვეყანაა, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ Turebi.ge-ის დირექტორმა ნიკა გოგოლაძემ ისაუბრა. ის გამოეხმაურა გამოცემა Usebounce-ის ინფორმაციას, რომელმაც სოლო მოგზაურობისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები დაასახელა და ამ ქვეყნების სიაში, საქართველო იტალიასთან ერთად, მე-13 პოზიციაზე აღმოჩნდა. Usebounce-ის რეიტინგში პირველი ადგილი ისლანდიამ დაიკავა.

„საქართველოში კრიმინალის დონე შედარებით მაღალია, თუმცა მაინც ზოგადი სტატისტიკით, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი გვერგო და მე-13 პოზიცია დავიკავეთ, რაც რეალურად კარგი მაჩვენებელია და წარმოიდგინეთ რამდენად წინ ვიქნებოდით, საქართველოს სწორი მარკეტინგული კამპანია რომ ჰქონდეს დაგეგმილი?! ანუ ადამიანებს, სოლო მოგზაურობის მსურველებს, რომ მივაწოდოთ კონკრეტული და მათთვის საჭირო ინფორმაცია ქვეყანაში არსებული თავგადასავლების, ემოციებისა და იმ შეგრძნებების შესახებ, რისი დაგროვებაც მათ სურთ და თან შესაძლებელია საქართველოში,” – აღნიშნა ნიკა გოგოლაძემ „საქმიან დილაში“.

მისივე ინფორმაციით, დღეს ტურიზმის სექტორში სულ სხვა მოთხოვნა გაჩნდა და ადამიანები მეტად ორიენტირებული არიან თავგადასავლებზე, ვიდრე ძვირად ღირებულ ტურებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები