LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო გაძვირდა: ჩვენების ფასი ამხელა არასდროს ყოფილა

126
kjr_2212

საქართველოს ნაკრებისთვის 2022 წელი ერთი მაჩვენებლით ისტორიული გამოდგა. ჩვენი ეროვნული გუნდის მოთამაშეთა ჯამური ფასი „ტრანსფერმარკტმა“ 114,75 მილიონი ევრომდე გაზარდა, რაც საქართველოსთვის რეკორდია.

აქამდე ქართველების ფასი საშუალოდ 30-დან 55 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობდა.

საქართველოს ნაკრები უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე ერთა ლიგის A ჯგუფის გუნდები უნგრეთი (105,20) და ჩეხეთი (94,13).
ამას გარდა, ჩვენი გუნდი B დივიზიონის ბევრ კარგ ნაკრებს ასწრებს: სლოვენიას (112,30), ირლანდიას (108,60), ალბანეთს (91,75), ბოსნიას (89, 23), რუმინეთს (75,20), მონტენეგროს (48,50), ისლანდიას (32,00), ისრაელს (31,95), ფინეთს (25,45).

„ტრანსფერმარკტმა“ მსგავს შეფასებას 2000 წლიდან აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g