თბილისის ტექნოლოგიურ პარკში ინტერნეტმმართველობის ფორუმი (IGF 2016) გაიხსნა, სადაც ინტერნეტთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილება.
ფორუმის ძირითადი საკითხებია: რეგიონების ინტერნეტიზაცია, ელექტრონული მმართველობა, საავტორო უფლებები ინტერნეტში, პერსონალური მონაცემების დაცვა ონლაინ, ახალი მედიის რეგულაციები ინტერნეტში, ინტერნეტი და ბავშვები, ინტერნეტ დომენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო ინსტიტუციების , კერძო და არასამთავრობო სექტორის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.
ფორუმი ტარდება ევროპის საბჭოს (CoE), ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN), RIPENCC-ისა მხარდაჭერით. ღონისძიებას მასპინძლობს და მხარს უჭერს საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო (GITA)
როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნული კომისიაში აცხადებენ, საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი ხელს შეუწყობს 2016 წლისათვის არსებული ყველა აქტუალურისაკითხის შესახებ მრავალმხრივ დიალოგს, მეტ ინფორმირებულობას და ჩართულობას, მისი მთავარი მიზანი გახლავთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა ინტერნეტში.