მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო ჩამოქვეითდა და 137 ქვეყანას შორის შარშანდელი 59-ე ადგილის ნაცვლად ახლა უკვე 67-ე პოზიციაზეა. ეს არის ინდექსი, რომელიც ქვეყნის კონკურენტუნარიანობას რამდენიმე კრიტერიუმით განსაზღვრავს, მათ შორისაა: ქვეყანაში სასამართლო სისტემის მდგომარეობა, როგორია ბიზნესის მხრიდან ნდობის კუთხით არსებული სიტუაცია, არის თუ არა კვალიფიციური სამუშაო ძალა , რამდენად სწორად და გამჭვირვალედ ხარჯავს ხელისუფლება ბიუჯეტს და სხვა.
როგორც „ფორტუნას“ ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა განუცხადა, ეს ინდექსი კომპლექსურია და ამ კუთხით გაუარესება ნიშნავს იმას, რომ საქართველო ინვესტორებისთვის აღარ არის იმდენად მიმზიდველი , როგორც ეს იყო შარშან. ყიფიანი ამბობს, რომ სანამ ინვესტორი ჩვენამდე მოვა, კიდევ 67 ქვეყანაა, სადაც ინვესტორებისთვის გაცილებით უკეთესი ბიზნესგარემო და პირობებია.
გაუმჯობესებაა გარკვეულ პუნქტებში, მათ შორის ბაზრის ზომის პარამეტრში საქართველო 101-დან 100-ე ადგილზე გადავიდა, ხოლო ბიზნესის განვითარების პარამეტრში – 102-დან 99-ე პოზიციაზე.
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი განსაზღვრავს.