LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში“ – სალომე ზურაბიშვილი

151
BeFunky-collage - 2025-01-19T003139.375

საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოსთან, ასევე რუმინეთთან, მოლდოვასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ახალ სტრატეგიას ცდის, რომელიც ამ ქვეყნების გაყალბებული არჩევნებით მოგებასა და ადგილზე მარიონეტი რეჟიმების დანიშვნაში მდგომარეობს.

„[ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ წევრებთან] ეს ოფიციალური შეხვედრები არ იყო, ეს შეხვედრები იყო მიღებებზე, რომლებიც ინაუგურაციამდე ხდება, რათა მათ ყურამდე მიგვეტანა საქართველო და პირველი კონტაქტები დაგვეწყო.

ვინაიდან საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება ან ამერიკისთვის დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, რომელზეც დომინაციაც რუსეთს ყოველთვის სურს, ეს რუსეთის იმპერიების, შემდგომ საბჭოთა კავშირის და ახლა რუსეთის მუდმივი სურვილი იყო.

და რუსეთი საქართველოსთან, ასევე რუმინეთთან, მოლდოვასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ახალ სტრატეგიას ცდის, რომელიც ამ ქვეყნების გაყალბებული არჩევნებით მოგებასა და ადგილზე მარიონეტი რეჟმების დანიშვნაში მდგომარეობს, და არ ადარდებთ დემოკრატია, კონსტიტუცია, უბრალოდ ერთგული რეჟიმი სურთ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. [ინტერპრესნიუსი]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g