10 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კვიპროსის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, სტადიონის გარშემო სიტუაციას რამდენიმე ასეული პოლიციელი აკონტროლებდა. ასევე პოლიციელები იყვნენ ავტობუსებში, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდნენ.
ამ შეხვედრამ გორში განსაკუთრებული ინტერესი ვერ გამოიწვია და 5 000-იანი სტადიონი ვერ შეივსო.
პირველი ტაიმის 24-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ ამ მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.
თამაში საბოლოოდ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
საქართველოს შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ნავალოვსკი (გია გრიგალავა), ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (გიორგი აბურჯანია), ვაკო ყაზაიშვილი (საბა ლობჟანიძე) , გიორგი მერებაშვილი (ირაკლი სიხარულიძე), გიორგი პაპუნაშვილი (ვაკო გვილია), გიორგი ქვილითაია (ნიკა კაჭარავა)