LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის პურის სიძვირით მე-3 ადგილზეა

161
პური

მონაცემთა ონლაინ ბაზის Numbeo-ს 2024 წლის აპრილის რეიტინგის მიხედვით, საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის პურის სიძვირით მე-3 ადგილზეა, მსოფლიოს 94 ქვეყანას შორის კი 75-ე ადგილზე.

Numbeo-მ რეიტინგი 500 გრამიანი თეთრი პურის ფასების მიხედვით შეადგინა, რომელშიც საქართველო 0,65-დოლარიანი ფასით არის წარმოდგენილი.

მეზობელ ქვეყნებს შორის პური ყველაზე იაფი აზერბაიჯანშია, ის 0,44 დოლარი ღირს, რუსეთში – 0,51 დოლარი, თურქეთში – 0,68 დოლარი, სომხეთში კი 0,72 დოლარი.

ცნობისთვის, Numbeo 2009 წელს სერბეთში შეიქმნა და ის სამომხმარებლო და უძრავი ქონების ფასებს და ცხოვრების ხარისხს იკვლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები