LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მგზავრთნაკადს იბრუნებს – რამდენ მგზავრს მოემსახურა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა აეროპორტი

79
108424498_2983763661721074_6652495385430840954_o

2022 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 716 718 მგზავრს მოემსახურა, რაც 189%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. პანდემიამდე, 2019 წლის პირველ ექვს თვეში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებით, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს.

? მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 163 177 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 166%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 62%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

? 2022 წლის ორ კვარტალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 328 386 მგზავრი. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 965%-ს შეადგენს. 2019 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს.

? ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 216 062 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 87%.

? რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია პირველი 6 თვის დაჯამებული მონაცემებით 3 212 მგზავრს მოემსახურა, რაც 150%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. პანდემიამდე, 2019 წლის ორ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას აეროპორტი მხოლოდ 8%-ით ჩამორჩება. შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ 6 თვეში 884 მგზავრი მიიღო, რაც 47%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 48%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 45%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდა 165%-ს შეადგენს. აეროპორტი 4 997 მგზავრს მოემსახურა.

2022 წლის 6 თვეში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 8 556 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 6 785-ს, ხოლო ჩარტერების – 1 771-ს. 2021 წლის პირველ 6 თვეში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა 84%-ით იმატა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 70%-ს შეადგენს.

ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები