LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მოიაზრება იმ ქვეყნებში, რომლებიც “დიდი შვიდეულისგან” ვაქცინის გარკვეულ დოზას მიიღებს: გაბუნია

32
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც “დიდი შვიდეული” ვაქცინის მილიარდ დოზას გაუზიარებს, საქართველოც მოიაზრება.

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ დეტალები, თუ რომელ ვაქცინას და რა რაოდენობით მიიღებს ქვეყანა, ამ ეტაპზე უცნობია:

“საქართველო აქ მოიაზრება. ერთი მხრივ, დამოუკიდებლად, პირდაპირი კომუნიკაციის ნაწილში, ასევე როგორც “კოვაქს” პლატფორმის ერთ-ერთი მოსარგებლე. ჯერჯერობით დეტალები, რომელ ვაქცინას მივიღებთ და რა რაოდენობით, არ გვაქვს.” – თქვა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, “დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლიდერები მსოფლიოს ჰპირდებიან, რომ დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის კოვიდვაქცინის მილიარდ დოზას გამოყოფენ, რათა მომავალი წლის ბოლოსთვის, მსოფლიოს მოსახლეობა სრულად იყოს ვაქცინირებული.

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ვაქცინების გაზიარების შესახებ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატებია – შტატები სხვადასხვა ქვეყანას ვაქცინის 80 მილიონ დოზას გადასცემს, ორი წლის განმავლობაში კი, ჯამში 500 მილიონი დოზის გაზიარებას გეგმავს. ინიციატივას ეხმიანება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც და პირობას დებს, რომ ქვეყნებს ვაქცინის 100 მილიონ დოზას გაუნაწილებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები