LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის საბჭოების წევრ სახელმწიფოდ აირჩიეს

49

საქართველო  გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციის – მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) საბჭოების წევრ სახელმწიფოდ აირჩიეს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ეს ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ფოსტის სფეროში გატარებული ფართომასშტაბიანი ინოვაციური რეფორმების საერთაშორისო აღიარების დადასტურებას წარმოადგენს.

ეს გადაწყვეტილება სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო საფოსტო კავშირის 26-ე  კონგრესზე გახდა ცნობილი, სადაც ამ ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოების: ადმინისტრაციული საბჭოს (CA) ორმოცი და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) ორმოცი წევრი სახელმწიფოს არჩევნები გაიმართა, რომლებშიც საქართველომ თავისი კანდიდატურა პირველად  წარადგინა.

მსოფლიო საფოსტო კავშირის 26-ეკონგრესი 7 ოქტომბერს დასრულდება. მის მუშაობაში  ორგანიზაციის 192 წევრი სახელმწიფოს დელეგაცია მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ხელმძღვანელობს.

magti 5g