LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მზად არის ექვსი ერისთვის

58

რაგბი ევროპა – ორგანიზაცია, რომელიც ევროპაში რაგბის განვითარებაზეა პასუხისმგებელი, გრძელვადიან მიზანს ისახავს. ეს ხედვა მთლიანად თანხვედრაშია ევროპის რაგბის კავშირების სამომავლო მოლოდინებთან.

რაგბი ევროპის პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ოქტავიან მორაიუ სწორედ ამ გამოწვევებზე საუბრობს:

„მიმდინარე მსოფლიო თასი და მომავალი ოლიმპიური თამაშები საუკეთესო პერიოდია სპორტის აღმავლობისთვის. ჩვენ ძალიან კარგი ხედვა და სტრატეგია გვაქვს დასახული ამ კუთხით, რომელიც ევროპული რაგბის პოპულარიზაციასა და მისი შესაძებლობების განვითარებას ეხება.

მსოფლიო თასზე მეორე ეშელონის გუნდების შედეგებმა, კონკრეტულად კი საქართველოსა და რუმინეთის წარმატებამ, 6 ერის ტურნირის გადახედვის დისკუსია წარმოშვა. სამწუხაროდ ამ ქვეყნებს 6 ერის ქვეყნებთან ასპარეზობის საშუალება არ ეძლევათ. ჩვენი მთავარი ამოცანა კი მათი წარმატების გზის განვითარებაზეა ორიენტირებული.

რაგბი ევროპა მთლიანად უჭერს მხარს 6 ერის ტურნირს, რომელიც დღემდე ევროპული რაგბის ყველაზე წარმატებულ ტურნირად მიიჩნევა.

რაგბი ევროპა, მსოფლიო რაგბთან და ევროპის 48-ვე კავშირითან ერთად, მუშაობას განაგრძობს მეორე და მესამე ეშელონის ქვეყნებთან მიმართებაში 6 ერის მსგავსი ტურნირის სტრუქტურის განვითარებაზე. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ერები 6 ერთან ასპარეზობის საშუალების დიდ საჭიროებას განიცდიან, რათა მსგავსი ტიპის კონკურენციამ მათი წარმატება კიდევ უფრო გააძლიეროს. ევროპული რაგბის თემის შეთანხმებული სურვილია, დაისახოს დეტალური სტრატეგია იმისათვის, რომ 6 ერის ჩემპიონატი ერთადერთი ვარიანტად არ განიხილებოდეს ევროპაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g