საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონფერენცია ვაშინგტონში, ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ნენსი ლინბორგმა გახსნეს.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც ევროპაში ერთ-ერთი პირველი დემოკრატიული სახელმწიფოს შესახებ, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 1991 წელს, დამოუკიდებლობებისგამოცხადების შემდგომ საქართველოს განვითარებასა და დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს როლზე.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა აშშ-ის განსაკუთრებულ ძალისხმევას, რომელიც მან გასწია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.
საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რასაც მივყავართ წევრობისკენ. ჩვენ გაგვაჩნია უფრო მეტი ინსტრუმენტი ვიდრე ნატო-ს წევრობის კანდიდატ ქვეყნებს და გვჯერა, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად ვართ მომზადებულნი, რომ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გაწევრიანების გზაზე. საქართველო არის მოწინავეთა შორის და ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება დაინტერესებულ ძალებს ჩამოაშოროს საქართველო ამ ოჯახს. ახლა დროა გადავდგათ ახალი ნაბიჯები როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. როცა ვსაუბრობთ მონტენეგროსა და მაკედონიაზე, მე რა თქმა უნდა ყველას წარმატებას ვუსურვებ ნატოში ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე მიმაჩნია, რომ აქ საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მოძიებული