LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო პანდემიის დროს კვლავ მოხვდა ძალიან გავლენიანი გამოცემის რადარებზე – მარიამ ქვრივიშვილი

163
109121366-3082093928507235-7983842649523346676-o

ის ფაქტი, რომ National Geographic- საქართველო TOP-25 მიმართულებას შორის შეყავს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი მოლოდინები კიდევ უფრო პოზიტიური იყოს – ამ სიტყვებით ეხმაურება National Geographic-ის მიერ საქართველო 2021 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელებას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

მისი თქმით, ნამდვილად სასიხარულო ამბავია, რომ საქართველოს ასეთ რთულ პერიოდში, პანდემიის დროს, კვლავ მოხვდა ძალიან გავლენიანი გამოცემის რადარებზე და საქართველო აღიარებულია, როგორც 2021 წლის ტოპ-25 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის.

National Geographic-მა სვანეთი მსოფლიოს 25 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა

„შორეულ, მაგრამ სტუმართმოყვარე სვანეთს 15 ათასი ფუტი სიმაღლის მწვერვალები დაჰყურებს"

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მთელი მსოფლიო, საქართველოს ჩათვლით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აღიდგინოს ტურისტული ძალები და დაუბრუნდეს განვითარების იმ ეტაპს, რაც პანდემიამდე გვქონდა. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიან გამოცემას საქართველო შეჰყავს TOP-25 მიმართულებას შორის – ეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი პოზიტიური მოლოდინები კიდევ უფრო პოზიტიური იყოს მომდევნო წლისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მისცემს ჩვენს ტურისტულ კერძო სექტორს იმის საშუალებას, რომ მომდევნო წელი იყოს წელი, როდესაც სწრაფი ტემპით დავიწყებთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას”, – აცხადებს ქვრივიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g