LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო, რუსეთი და ორბანი, ერთ გუნდში, სამ ხმაში მღერიან” – პაატა ზაქარეიშვილი

152
პაატა ზაქარეიშვილი

საქართველო, რუსეთი და ორბანი, ერთ გუნდში, სამ ხმაში მღერიან, – აღნიშნულის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ორბანი იმავე ღირებულებებისაა, რაც რუსეთი და ირაკლი ღარიბაშვილმა, რაც გააჟღერა, ესეც რუსულ ღირებულებებს ეფუძნება – ტრადიციულ, კონსერვატიულ ღირებულებებს. რას უმკლავდება საქართველო გაუგებარია, პირიქით კი არ უმკლავდება ერთ გუნდში მღერიან.

ამ შემთხვევაში სამ ხმაში მღერის საქართველო, რუსეთი და ორბანი. ორბანის შეფასებიდან გამომდინარე, საქართველოს რამის გამკლავება არ სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილი ისე ლაპარაკობს, როგორც პუტინი, რომ მშობელი ერთი, მშობელი ორი. მიკვირს ორბანმა ისე რატომ შეაფასა, თითქოს რაღაცა განსხვავებულია დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ შეგვიძლია ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები