საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხოეთის მოქალაქე ქალი დააკავეს.
ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის ოლქის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ქალი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე აიყვანეს. რუსული სპეცსამსახურები მის ვინაობას არ ასახელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული ტერორისტულ დაჯგუფებაში ახალგაზრდების გადაბირებასა და სირიაში რეკრუტების გადაყვანის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.
სპეცსამსახურების ცნობით, ეჭვმიტანილს თურქეთის გავლით სირიაში ათობით ადამიანი ჰყავს გადაყვანილი და მათ შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან.