ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) დაადასტურა, რომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს წელს საქართველო უმასპინძლებს – 2025 წლის საბავშვო ევროფესტივალი თბილისში, 13 დეკემბერს გაიმართება.
საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მასპინძლობს. საერთაშორისო სიმღერის კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა. საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კი გასულ წელს საქართველო გახდა.
ვიდეო: ანდრია ფუტკარაძის დედის ემოციები შვილის გამარჯვების შემდეგ: „ამ ემოციებს ყველა დედას ვუსურვებ მსოფლიოში… ვიტირე, ვიკივლე, ვიყვირე, კინაღამ გული წამივიდა…“
საქართველოს წარმომადგენელმა ანდრია ფუტკარაძემ რამდენიმე დღის წინ საბავშვო „ევროვიზია“ მოიგო.
რეკორდული მეოთხე გამარჯვება ჩვენს ქვეყანას, 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ მოუტანა, გიგა კუხიანიძის სიმღერით დედას.
ანდრიას გამოსვლა 16 მონაწილე ქვეყნიდან 12-მა უმაღლესი ქულით შეაფასა. გამარჯვებიდან მალევე, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მომდევნო ევროვიზია ჯუნიორის მასპინძლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.