9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33%-ის დასწრება იქნება დასაშვები – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ღიბრაძემ განმარტა, მატჩზე დასწრების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს მაინც:
◼ წარადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
◼ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი;
◼ 24-საათიანი ვალიდურობის დამადასტურებელი ანგიგენტესტის უარყოფითი პასუხი;
◼ ან ბოლო 6 თვის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.