საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიმდინარე დინამიკით საქართველო EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის წამყვან პოზიციებზეა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის არსებული მაჩვენებლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს აღემატება. კერძოდ, ზრდა 15%-ს შეადგენს. ფრენების აღდგენის მიმდინარე მონაცემებით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ა.შ.