LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ კორეას და იზიარებს კორეელი ხალხის მწუხარებას ამ მძიმე დროს“ – კობახიძე სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო სამხრეთ კორეელ ხალხს უსამძიმრებს

177
ირაკლი კობახიძე

პრემიერი, ირაკლი კობახიძე სამხრეთ კორეის მუანის აეროპორტში Jeju Air-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და კორეელ ხალხს უსამძიმრებს – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ კორეას და იზიარებს კორეელი ხალხის მწუხარებას ამ მძიმე დროს“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. BBC-ის ცნობით, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა. გამოცემა წერს, რომ მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს, როლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამხრეთ კორეაში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა 96 ადამიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g