LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო თანდათან ვირტუალური რეალობის ბინადარი გახდა – ნათია ფანჯიკიძე

364
natia-fanjikize

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ამბობს, რომ საქართველომ რეალობიდან ვირტუალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. მისი თქმით, ამას ისიც მოწმობს, რომ წელს ხალხი ნაკლებად საუბრობს თბილისის დაცლაზე და მეტად ამახვილებენ ყურადღებას ჩათში მიღებულ მოძრავ ფოტოებზე.

ამასთან ფანჯიკიძე წერს, რომ მას ნერვები არც საცობში დგომისას და არც პირად გზავნილებში მიღებული შეტყობინებების გამო ეშლება.

„საქართველო თანდათან მეტად და მეტად რომ გახდა ვირტუალური რეალობის ბინადარი, ამას მოწმობს წელს შეუდარებლად ნაკლები დარდი ან აღტაცება სააღდგომოდ განტვირთული ქუჩების გამო. სამაგიეროდ, იმატა დარდმა ვირტუალური საცობების მიმართ, რაც ძირითადად – გიფებს ნუ მიგზავნით! – ჩივილით გამოხატება.

ამასობაში აღმოვაჩინე, არც საცობებში მეშლება ნერვები, – ქალაქი ხალხმრავალი მომწონს, ვფიქრობ ჯერ კიდევ ნაკლები ხალხი ცხოვრობს თბილისში, სამჯერ მეტს ვისურვებდი, – და ასევე, არც ინტერნეტ-საცობები მიშლის ნერვებს. ათასობით წერილს თუ ვერ მოვერევი და ვერ გავხსნი, თავისთავად მოლოცვაში კარგის მეტი არაფერია, ღელვად ნამდვილად არ ღირს.

მოკლედ, თქვენ იმრავლეთ და იყავით ამქვეყნად და რამენაირად გადავაადგილდები ქუჩაშიც და აქაც. რასაც მოვასწრებ და სადაც მოვასწრებ, მოვასწრებ. არსად არ მეჩქარება“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g