LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ტესტებზე იაპონიაში მიდის: რა კარგია, რომ ყველაფერი იგივეა

78

2018 წლის ივნისის ტესტებზე ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია – 23 ივნისს ბორჯღალოსნები იაპონიას ეწვევიან და „ალუბლებს“ ერკინებიან. აღსანიშნავია, რომ თამაში ტოიოტა სიტიში იმავე სტადიონზე გაიმართება (ტოიოტა სთედიუმი), რომელზეც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში ბორჯღალოსნები უელსს დაუპირისპირდებიან.

ეს იქნება ჩვენი და იაპონელების მეექვსე ტესტი და მეორე სტუმრობა იაპონიაში. ბორჯღალოსნებმა პირველად 11 წლის წინ, 2006 წელს ოსაკაში ითამაშეს. 2012 წლიდან დღემდე იაპონელები თბილისში სამჯერ გვეწვივნენ, 2015 წლის მსოფლიო თასის წინ კი, მათ ინგლისში, გლოსთერში შევხვდით. ამ მომენტისათვის ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა – 4:1.

საგულისხმოა, რომ ბოლო ოთხი დაპირისპირებისას ყველაზე დიდი სხვაობა 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბორჯღალოსნებმა 35:24 მოიგეს, ხოლო მეტოქემ ორჯერ 3 (2012 წელს 22:25; 2015 წელს 10:13) და ერთხელ 6 (2016 წელს 22:28) ქულის სხვაობით იმარჯვა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ გაისად ივნისში ტოიოტა სიტიში მოგვეცა იაპონიასთან თამაშის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ იგივე სტადიონზე ვითამაშენთ, რომელზეც 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ მატჩში უელსს დავუპირისპირდებით. იმავე ბაზაზე ვივარჯიშებთ, იგივე სასტუმროში გავჩერდებით და იგივე სატრანსპორტო სისტემას გამოვიყენებთ, მსოფლიოსთვის მოსამზადებლად ამაზე კარგი რა უნდა გინდოდეს.

რაც მთავარია, ჩვენთვის დიდი პატივია იაპონიას მათსავე ქვეყანაში ვეთამაშოთ. რაც მე ბორჯღალოსნების მწვრთნელი ვარ, მათ სამჯერ ვეთამაშეთ თბილისში და ერთხელ ბრიტანეთში, აქედან გამომდინარე დიდებულია, რომ იაპონიას თავიან მშობრიულ კედლებში დავუპირისპირდებით“ – განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები