LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო ვახსენე, ჩვენი პატივისცემა დავუდასტურე… ჩემი ბრძოლა მოეწონა“ – რა უთხრა მერაბ დვალიშვილმა დონალდ ტრამპს

232
მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც 8 ივნისს UFC 316-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, ამერიკელი მეტოქე, შონ ო’მალი დაამარცხა და მეორედ დაიცვა UFC-ის ქამარი, დღეს საქართველოში ჩამოვიდა.

ვიდეო: „მოვდივართ“ – მერაბ დვალიშვილი საქართველოში ათკაციან ჯგუფთან ერთად ჩამოდის, რომელთა შორის ჟურნალისტი ნინა დრამაც არის

მერაბ დვალიშვილს აეროპორტში გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

UFC-ის ჩემპიონმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს საკუთარ ემოციებზე ისაუბრა, ამასთან უპასუხა შეკითხვას, თუ რაზე ისაუბრა გამარჯვების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან რამდენიმეწუთიანი შეხვედრის დროს.

„ჩემი ქვეყანა მოტივაციას მაძლევს, საქართველო, მიყვარხარ“ – მერაბ დვალიშვილი

„პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ დავიცავი ჩემი ქამარი. სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ბედნიერი ვარ, ყველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებ…

რა თქმა უნდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხარი [დონალდ ტრამპს]. დეტალურად არ ვიტყვი, ინგლისურად იყო, მაგრამ, ვახსენე საქართველო. ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე, მითხრა კარგი ბრძოლა იყოო, მოეწონა ჩემი ბრძოლა… ძალიან მცირე საუბრით შემოვიფარგლეთ, მაგრამ ჩავატიეთ ერთმანეთის პატივისცემა“, – უთხრა მერაბ დვალიშვილმა „რადიო თავისუფლებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g