საქართველო ზაზა გახელაძის გასათავისუფლებად ყველა არსებულ შესაძლებლობას იყენებს, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს.
როგორც აბაშიძე ამბობს, მან ამ საკთხზე გრიგორი კარასინთან გასულ კვირას ისაუბრა.
ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროსაც, რომელიც გუშინ დასრულდა.