LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოც ყოფილა: შუასაუკუნეების სავაჭრო გზების რუქა

1044
91284298

რუქა აჩვენებს შუასაუკუნეების ძირითად სავაჭრო არტერიებს – ვიკინგების მზის ჩასვენებდან მონღოლეთის იმპერიის აღზევებამდე პერიოდს. რუქაზე მითითებულია ძირითადი ტოპოგრაფია, მდინარეები, მთები და სავაჭრო გზების სახელწოდებები. მისი ავტორია მარტინ იან მენსონი (Martin Jan Månsson), შვედეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებული (Blekinge Institute of Technology).

იმ ეპოქაში გერმანიისა და საფრანგეთის ქალაქები აწყობდნენ ყოველწლიურ სავაჭრო ბაზრობებს, რომელთა ნაწილი დღემდე მოქმედებს. ჯვაროსნული ლაშქრობების გამო იბერიის ნახევარკუნძულისთვის ხელმისაწვდომი იყო აღმოსავლური ტკბილეულობა. კარგად იყო განვითარებული ვაჭრობა ალექსანდრიაში, რომელაც მჭიდრო კავშირი ქონდა სევილიასთან, სიცილიასთან.

აფრიკული სავანა გახდა ოქროს ძირითადი ექსპორტიორი. მოვაჭრეები აქტიურად იყენებდნენ მდინარე ნილოსს.

დიდი აბრეშუმის გზა კი არა ერთი, არამედ მრავალი გზა იყო, რომელიც მთელ აზიას მიუყვებოდა – კონსტანტინოპოლიდან მთელი ცენტრალური აზიისა და ჰიმალაების გავლით ლიანჩჟოუმდე.

ჩვენთვის კი ყველაზე საინტერესოა საქართველოს როლი. რუკაზე რამდენიმე ქართული ქალაქია აღნიშნული და სავაჭრო გზაც არაერთია. ძირითადი გზა აზერბაიჯანიდან მოდის და თბილისიდან ფოთამდე მიდის. ამ გზაზე კი აღნიშნულია მცხეთა, გორი, ქუთაისი. გარდა ამისა, მონიშნულია ბათუმი და მანგლისიც კი. ხოლო დიდი მასშტაბითაა აღნიშნული ცხუმი ანუ სოხუმი. ასევე აღსანიშნავია, რომ სავაჭრო გზა ჩრდილოეთიდანაც მოდიოდა, დღევანდელი რუსეთიდან (რომელიც მაშინ არ არსებობდა) და ჩრდილო კავკასიიდან დარიალის კარიბჭის გავლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g