LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ავიარეისები სხვადასხვა მიმართულებით აღდგება

104
120755414-2795029527432651-9140120948054756589-o

6-თვიანი პაუზის შემდეგ, 4 ოქტომბერს რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა. ფრენა Wizz Air-მა განახორციელა. პირველ ეტაპზე ფრენება მხოლოდ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთხელ შესრულდება.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ:

“როგორც კი ეპიდვითარება საშუალებას მოგვცემს საქართველოდან ავიარეისები სხვადასხვა მიმართულებით აღდგება, თუმცა ეს ყველაფერი საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. ამჟამად კვირაში ერთხელ, რიგის მიმართულებით რეგურალური ავიამიმოსვლა განახლდა. სხვა რეისების აღდგენაზე კი მსჯელობა მიმდინარეობს. თუმცა ეპიდვითარებიდან გამომდინარე ჯერ არ ვიცით რა და როგორ იქნება. როგორც კი ამის საშუალება გვექნება, რეისები ახალი მიმართულებებით დაემატება და რიგის მიმართულებით დანიშნული ავიარეისების სიხშირეც გაიზრდება”.

 

 

magti 5g