LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მიზნით, უკვე ჩამოვიდა 197 პირი

108
1-51UzlXczORYRku1JCbu-QQ

საქართველოს მთავრობამ ინოვაციური პროექტი „იმუშავე საქართველოდან” პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად შეიმუშავა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის მონაწილეთა ქვეყანაში შემოსვლის პროცედურა შემუშავდა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით, რაც ასევე თანხვედრაშია ქვეყნის საზღვრების ეტაპობრივი გახსნის პოლიტიკასთან.

მათივე ცნობით, პროექტიიმუშავე საქართველოდანამავდროულად წარმოადგენს ქვეყნის ტურიზმის სტრატეგიის ნაწილს, რაც გულისხმობს საქართველოში მეტი მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორის მიღებას. პროექტი არსობრივად არ არის გათვლილი მასიური ტურიზმის გენერირებაზე და მორგებულია კონკრეტულ, მიზნობრივ სეგმენტზე, რომელთა მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი უდრის 2,000 აშშ დოლარს და საშუალო დაყოვნების პერიოდი ქვეყანაში გაუტოლდება 6 თვეს.

„მოცემული ინდიკატორების შესრულებით, ქვეყანა იღებს გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებსაც ესაჭიროებათ და ამავდროულად მზად არიან გაიღონ საკუთარი დანაზოგები და ყოველთვიური შემოსავლები სამომხმარებლო სერვისის, პროდუქციისა და ტურისტული მომსახურეობის მისაღებად, რაც თავის მხრივ დამატებით შესაძლებლობებს ქმნის კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის.

პროექტის ეფექტიანობაზე მეტყველებს 2 თვის მანძილზე მიღებული 1,100-მდე რეგისტრირებული ადამიანის განაცხადი. ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია 700 პირის მოთხოვნა, რომელთა საშუალო თვიური შემოსავალი არათუ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნას 2,000 აშშ დოლარის სახით, არამედ აღემატება და შეადგენს 5,700 აშშ დოლარს. მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დახარჯულ 23,9 მილიონ აშშ დოლარს, რაც გაწეული მინიმალური მარკეტინგული ხარჯების ფონზე – საუკეთესო შედეგია. (მარკეტინგული დანახარჯი 17,000 აშშ დოლარი, უკუგება 1 ინვესტირებულ აშშ დოლარზე – 1,408 აშშ დოლარი).

ამასთან, მოცემული ინფორმაციის შესაბამისად, პროექტი არ წარმოადგენს მასიური ტურიზმის გენერირების ხელსაწყოს, შესაბამისად მისი ეფექტიანობის შეფასება უნდა განხორციელდეს მისაღები ეკონომიკური სარგებელის განსაზღვრით და არა განაცხადების რაოდენობით.

დამატებით მოგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოში უკვე ჩამოვიდა 197 პირი. მათ შორის ქვეყანას სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები ისეთი მიზნობრივი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და სხვა. საერთო ჯამში, მიღებული აპლიკანტების 53% არის თვითდასაქმებული (Freelancer), 28% – სრული განაკვეთით დასაქმებული დისტანციურად მომუშავე (Full-Time Employee), ხოლო 19% – მეწარმე (Entrepreneur). პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 60-მდე სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, იაპონიას, უკრაინას, რუსეთსა და ბელორუსიას“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g