LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ემიგრაციაში 2022 წელს 25.3%-ით მეტი ადამიანი წავიდა 

130
ემიგრაცია (1)

2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათი ცნობით, ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736 400 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები