საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გერმანიაში 20 პროცენტით შემცირდა.
გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში თავშესაფარზე 2 111 განაცხადი შევიდა, 2018 წლის იანვარ-ივნისში კი, ეს მაჩვენებელი 2 640-ს შეადგენდა.
ამასთან, კლების დინამიკა ფიქსირდება თვეების მიხედვითაც. თუ 2019 წლის იანვარში შესაბამისი მოთხოვნით 534 განაცხადი შევიდა, ივნისში 182 მოთხოვნა დაფიქსირდა.
2018 წელს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების 4 265 განაცხადი იყო შესული, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 23 პროცენტით აღემატებოდა.