საქართველოდან ლისაბონში მოხვედრა კიდევ უფრო მარტივი გახდება. საქმე ისაა, რომ უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც ოპერირებს, კიევიდან ლისაბონის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების განხორციელებას იწყებს.
avianews.ge უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ფრენები 2020 წლის 1-ელ მარტიდან დაიწყება და კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. SkyUp Airlines–ის საიტზე ჯერჯერობით ავიაბილეთების რეალიზაცია არ დაწყებულა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ SkyUp Airlines-ი ოპერირებს საქართველოს ავიაბაზარზეც და შესაბამისად, ლისაბონში მოხვედრა ამ დაბალბიჯეტიანი ავიაკომპანიის ავიარეისებითაც გახდება შესაძლებელი.