გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრის ჩათვლით, 9.1 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა და ღირებულება 6-ჯერ გაიზარდა.
ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთია (9026 ტონა), ყაზახეთი (60 ტონა), თურქეთი (21 ტონა) და სომხეთი (2 ტონა).