LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ 18.7 მლნ დოლარის მანდარინი გაყიდა

160
citrus-pixie-tangerine-1024x618

დღეის მონაცემებით, საქართველოდან 38.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (26 133 ტონა), სომხეთში (6 715 ტონა), უკრაინაში (3 851 ტონა), მოლდოვაში (545 ტონა), ყაზახეთში (301 ტონა), სლოვენიაში (234 ტონა), ბელორუსში (175 ტონა), ესტონეთში (124 ტონა), ყირგიზეთში (80 ტონა) და სხვა ქვეყნებში (89 ტონა).

20 თებერვლის მდგომარეობით კი, საქართველოდან განხორციელებული ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 5 308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა. ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (5,282 ტონა), 20 ტონა ვაშლი გავიდა უკრაინაში, ხოლო 6 ტონა ვაშლი – სომხეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g