საქართველოდან, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში, განხორციელდა 39.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 19 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.8 ათასი ტონით (25%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.8 მლნ აშშ დოლარით (17%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა: რუსეთის ფედერაციაში (22.5 ათასი ტონა), სომხეთსა (8.7 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.