LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ 5.6 მლნ დოლარის ხურმა და კარალიოკი გაყიდა

84
5fc4a3e89f431

2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 3 449 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,443 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, 1-ლი სექტემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, 11.2 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 097 ტონა), რუსეთში (3 645 ტონა), უკრაინაში (2 263 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g